ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდურიდნან გატაცებული არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა.
15 წლის სკოლის მოსწავლე თავს კარგად გრძნობს და ამჟამად, პოლიცის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.
გოგონას პოვნის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა.
საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.