NASA მარსზე კარტოფილის მოყვანას იწყებს. ინფორმაცია CNBC ავრცელებს. NASA პერუს კარტოფილის ცენტრთან ერთად მუშაობს, რათა გამოიყვანონ ისეთი ჯიშის კარტოფილი, რომელიც მარსის პირობებს გაუძლებს.
ამ მიზნით, პერუში უკვე შეიქმნა ლაბორატორია სათბური, რომლის ნიადაგიცა და ტემპერატურის პირობებიც მარსის გარემოსთან მაქსიმალურად არის მიახლოებული. მარსის ატმოსფეროს 95% ნახშირორჟანგისგან შედგება, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მასში მცენარეთა გაზრდა რეალისტურია.
NASA-ს დაგეგმილი აქვს მსგავსი ექსპერიმენტების სხვა პლანეტებზეც განახორციელოს.