დღეს, 5 ივნისს მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის გახდებოდა.
მსახიობი 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. კავსაძე ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.