საპარლამენტო უმრავლეობის წამრომადგენელი ანი მიროტაძე ლევან მურისიძის უვადო მოსამართლედ არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, ეს ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და იმ საბჭოს წევრების სახელებს და გვარებს აქვეყნებს, რომელბმაც მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევას მხარი დაუჭირეს.
„ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება!!!!!!
ლევან მურუსიძეს ხმა მისცეს: თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ”, – წერს ანი მიროტაძე.