ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ნინოწმინდის პანსიონთან დკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება.
“ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, რომ დროულად ახსნიან, რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში და დროულად დაიწყება გამოძიება. ეს ბავშვებს ეხება, არა პოლიტიკას”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
შსს-ს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონში უკვე მიმდინარეობს გამოძიება 4 საქმეზე. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.