ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ წელს არათუ გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზარალს, არამედ 2019 წლის მონაცემებს გადავაჭარბებთ.
“მთლიანად ეკონომიკა — უპრეცედენტო მაჩვენებლია, როცა თვიური ზრდა აპრილის თვეში იყო 45 პროცენტი, რომელიც წინა წლის ზრდასთან შედარებით, მართალია, დაბალი იყო, მაგრამ 2019 წელთან შედარებით 21 პროცენტიანი ზრდაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წელს არათუ გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ, 2019 წლის მონაცემებს გადავაჭარბებთ. შესაძლოა, ეს ოპტიმისტური მოლოდინიც გვაქვს, რომ ორნიშნა ზრდა გვქონდეს წლის ბოლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ნახტომი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავამ აღნიშნა, რომ ახალი სავალუტო შემოდინებაა ქვეყანაში, რომელიც არის სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება და ექსპორტი, რომელიც აპრილში 70 პროცენტით გაიზარდა.