მთავარი ციტატა

გოლეთიანი: თუ ჩვენს მიმართ რეპრესიულ ნაბიჯს გადმოდგამენ, დიდი აქცია ჩაინიშნება

[su_quote]მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განმუხტოს ვითარება. ნამდვილად არ არის აქ ძალის ჩვენება საჭირო. იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც თავის უფლებებს იცავს და სამართლიანობის სადარაჯოზე დგას, ვერ დააჩოქებს ამ სულელური მეთოდებით. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლეას, რომ იყოს ადეკვატური. ამას, შეიძლება, გაცილებით მძიმე შედეგი მოჰყვეს და ვეღარ ვაკონტროლოთ ევრავინ. ამიტომ, ვცდილობთ ვითარების კონტროლს, რომ არ მოხდეს დესტრუქცია, რაც სახელისუფლებო მხარეს აწყობს, ადამიანებში თესავენ ნიჰილიზმს, რომ რა აზრი აქვს ყოველდღე აქ სიარულს. ხელისუფლება ცდილობს ყველანაირად არიოს სიტუაცია და პირველ რიგში, სურთ, რომ ძალადობრივად გადავწყვიტოთ ამ პრობლემის მოგვარება. ვიცით, რომ ეს ლეგიტიმაციას მისცემს მათ, რომ სათქმელი გაუჩნდეთ. დღეს სათქმელი არ აქვთ და დამუნჯებულია ხელისუფლება. აშკარავდება მათი ვიწრო პირადი ინტერესი. ჰესი ამ ვითარებაში წარმოუდგენელია, ვერ აშენდება. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ამიტომ, ნუ ავარევინებთ, მეგობრებო, აზრებს ხელისუფლებას. თუ ისევ გადმოდგამენ რეპრესიულ ნაბიჯს, კიდევ დავნიშნავთ დიდ აქციას და ამაში ჩაერთვება სრულიად ერი. თუ კიდევ გადმოდგამენ ჩვენკენ კიდევ იმ რეპრესიულ ნაბიჯს, რაც აქამდე ხორციელდება, კიდევ ჩავნიშნავთ დიდ აქციას და ამაში სრულიად ერი ჩაერთვეა[/su_quote]

აცხადებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი.

იტვირთბა....