ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბავშვებს აუცილებლად დავეხმარებით, თქვენს რეპუტაციას აღარაფერი უშველის — არღანაშვილი პოლიტიკოსებს

“თქვენი კომპეტენცია ბავშვთა უფლებებში არის 0. რეპუტაციაც -0”,  — ასე მიმართა უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა საქართველოს მთავრობას.

“საქართველოს მთავრობის წევრებს, ერთად და ცალ-ცაკე: დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ბავშვები გაწირეთ საპატრიარქოსთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების გამო. საქართველოს პარლამენტის წევრებს: (გამონაკლისების გარდა) თქვენც გაწირეთ ბავშვები, ლამაზი სიტყვებით შეშფოთება არ ყოფნის ამას, ეგ გინდა თქვით გინდა არა”, – განაცხადა ანა არღანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს აუცილებლად დაეხმარებინა, მაგრამ პოლიტიკოსების რეპუტაცია აღარაფერი უშველის. ასევე, განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ვერ ჩააბარეს და დღესვე უნდა მიდიოდნენ სახლში.

იტვირთბა....