ნოკაუტი არის პირველი კრივის სტუდია, რომელმაც გოგოებს მათთვის სასურველი გარემო შეუქმნა სპორტის ამ სახეობაში სავარჯიშოდ. კერძოდ, ნოკაუტში გოგონებისა და ბიჭების ჯგუფები, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით ცალ-ცალკეა.
ნოკაუტში მისულ ვიზიტორებს ვარჯიშს სამი მწვრთნელი უტარებს, რაც განსაკუთრებული კომფორტია, რადგან ჯგუფის თითოეული წევრის მიმართ მაქსიმალური ყურადღება არის გამოჩენილი. მთავარი მწვრთნელი ყველასთვის ცნობილი ანდრო ბურდიანცია, რომელიც ვარჯიშის მიმდინარეობასა და პროგრამას არჩევს, გარდა ამისა, გასცემს რეკომენდაციებს კვებასთან დაკავშირებით.
“ჩვენთან სიარული შეუძლია ყველას, ვისაც სურს წონის კორექცია , მისი შენარჩუნება , ჯანსაღად ცხოვრება. უამრავი ადამიანი სტრესის მომსახსნელად დადის, რადგან კრივი საუკეთესო საშუალებაა უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად. ვინც მოდის ნოკაუტში სავარჯიშოდ უმრავლესობა რჩება, რადგან ძალიან მალე ხედავენ შედეგს და მეტი მოტივაცია უჩნდებათ, მათთვის ვარჯიში ცხოვრების წესი ხდება , ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ , რადგან უამრავი ადამიანი პირველი დღიდან ჩვენთანაა და უკვე ექვსი წელია აქ ვარჯიშობენ”, = აცხადებს ბურდიანცი.
ასევე მომხმარებლებზე მწვრთნელები, ვალერი გობეჯიშვილი და ლუკა მაისურაძე ზრუნავენ.
ნოკაუტში ვარჯიში 90 წუთი გრძელდება და ორ ეტაპად იყოფა , ბოქსი და ფიტნესი. კრივის სტუდიაში მისვლა 7 წლიდან არის შესაძლებელი.
დარბაზი მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის 33ა-ში. ჯგუფებში ჩასაწერად დაუკავშირდით ნომერზე 577 92 77 70.