ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიმდინარეობს.
როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.