თელასი ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო დღეს, 4 ივნისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის, იოველ ქუთათელაძის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, მარუხის გმირთა, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის (ნაწილობრივ) და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.