ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოში სული ფულმა ჩაანაცვლა, უნდა დაიხუროს პანსიონატი — ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოში სული ფულით ჩანაცვლდა.

“საპატრიარქო გადაიქცა ზესახელმწიფოდ და სახელმწიფო არის მისი ერთ-ერთი განყოფილება. ჩვენი აი, იმ განყოფლების მოქალაქეები ვართ. არჩევნების ბედს, ხელისუფლების ბედს, პოლიტიკის ბედს, მინისტრების ბედს წყვეტს საპატრიარქოს. საპატრიარქოში ღმერთი ფულით ჩანაცვლდა. სტალინი ღვთისმსახური იყო პროფესიით, მაგრამ პირველი ათეისტური იმეპერიის იმპრეატორი გახდა და მუსრი გაავლო მღვდელს იმიტომ, რომ სისასტიკე იყო გამეფებული იმ სასწავლებლებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არ უნდა გაეხსნა სახელმწიფოს საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ ეს პანსიონი და საპატრიარქოს უნდა აკერძალოს ყოველგვარი პანსიონების გახსნა.

იტვირთბა....