ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრი, რომ არ შევატანინოთ საწვავი და სხვა ინვენტარი — გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კომპანია ENKA-სგან კვლავ არის მცდელობები, რომ მშენებლობისთვისა აუცილებელი ტექნიკა და ინვენტარი შეიტანოს.

“მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში ადამიანების გარკვეული რაოდენობის ადგილზე ყოფნა, რადგან როცა მანქანები დაიძვრება და ტექნიკისა და სხვადსხვა რესურსის გადატანა სურთ, ამის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ირაკლი მუკბანიანი წინასწარ პატიმრობაშია დატოვებული, რაც უკვე გაასაჩივრეს. აღნიშნა, რომ არ მისცემენ საშუალებას, მუკბანიანს წლები მიუსაჯონ.

რიონის ხეობაში პროტესტი 220-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, რომელსაც კომპანია ENKA-ს ახორციელებს.

იტვირთბა....