ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

IMEDI-ს განმარტება: არ მივიჩნიეთ მოძრაობა საქართველოსთვის შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად

ტელეკომპანია იმედის დირექტორმა განმარტა, რატომ არ იყო იმედია გახარიასთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ეს შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობისად არ მიიჩნიეს და აღარც გახარიაა თანამდებობის პირი.

“სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია “არავის წინააღმდეგ”, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით “თითის ქნევით” და გაილაშქრა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია იმედმა არ მიიჩნია მოძრაობა საქართველოსთვის შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს იმედი ყველაზე მეტად დაზარალდა, ხოლო გახარიას მიერ პოსტის დატოვება ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება. ხოლო, რაც შეეხება იმას, დაუთმობს თუ არა იმედი გახარიას ეთერს, ეს მათ, ჯერჯერობით, არარელევანტურად მიაჩნიათ.

როგორც ცნობილია ყოფილი პრემიერმინისტრი და ამჟამად  მოძრაობა საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრას კი არ ესწრებოდა ტელეკომპანია იმედის წარმომადგენელი.

 

იტვირთბა....