ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სენატორი პორტმანი: გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს NATO-ში გაწევრიანების საშუალება

აშშ-ს კონგრესის დლეგაციის წარმომადგენელმა, რობ პორტმანმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა გერთიანდეს დასავლეთთან და შევიდეს NATO-ში.

“მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს NATO-ში გაწევრიანებისთვის, არამედ ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მიეცეს საშუალება, რომ NATO-ში გაწევრიანდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს საქართელოს NATO-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის კი საჭიროა გარკვეული რეფორმების გატარება”, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა.

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. იგეგმება შეხვედრა ოპოზიციასთანაც.

შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.

 

იტვირთბა....