ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურასთან აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს. მანამდე პოლიციამ დააკავა მოძრაობა სირცხვილიას წევრი გიგა მაქარაშვილი.

“სრულიად მშვიდობიანი პროცესია. უცებ, მოკიდებენ ხელს და დააკავებენ”, — განაცხადა აქციის მონაწილემ, ანა სუბელიანმა.

გიგა მაქარაშვილი პროკურატურის კართან იდგა და ითხოვდა, რომ დაცვას ელენე ხოშტარია შენობაში შეეშვა, რა დროსაც პროკურატურასთან პოლიცია მივიდა და აქტივისტი დააკვეს.

პროკურატურის კარის წინ პოლიციის კორდონია აღმართული, რათა პროტესტის მონაწილეებმა შესვლა ვერ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და მოითხოვენ, დროულად გამოიძიონ პანსიონში 4 სავარაუდო ძალადობის საქმე.

იტვირთბა....