ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დააკავეს.

გიგა მაქარაშვილი პროკურატურის კართან იდგა და ითხოვდა, რომ დაცვას ელენე ხოშტარია შენობაში შეეშვა, რა დროსაც პროკურატურასთან პოლიცია მივიდა და აქტივისტი დააკვეს.

პროკურატურის კარის წინ პოლიციის კორდონია აღმართული, რათა პროტესტის მონაწილეებმა შესვლა ვერ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და მოითხოვენ, დროულად გამოიძიონ პანსიონში 4 სავარაუდო ძალადობის საქმე.

იტვირთბა....