ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფოსა და საპატრიარქოსთვის ეს ბავშვები სავაჭრო საქონელია — კობახიძე ნინოწმინდაზე

თეოლოგმა ბასილ კობახიძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვებით სახელმწიფო და საპატრიარქო კულუალურად ვაჭრობს. ამის შესახებ კობახიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“რეალურად, ეს არის ორი ელიტარული ჯგუფი — სახელმწიფო და ეკლესია და ბავშვები არიან საზარბაზნე ხორცი, სავაჭრო საქონელი. საპატრიაქროს, თავისივე აღიარებით, ამ ბავშვებს საჯიშე საქონლად მიიჩნევს. აი, ასეთ ზოოლოგიურ ნაციონალიზმს აცხადებს სინოდის წევრი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ეს არის იმის გამოხატულება, რომ თქვენ, საზოგადოებავ, ხართ ნახირი და ჩვენ ორი ორგანიზაცია ერთამენთში ვვაჭრობთ. მთავარია, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს კულუალურად. თუ ხმაური ატყდება და გამოსვლები იქნება, იქნებ, ეს ბავშვები გადარჩნენ”, – განაცხადა ბასილ კობახიძემ.

კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სპირიდონ აბულაძე კრმინიალია, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის, არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაზე. მისი განცხადებით, სპირიდონ აბულაძემ ციხეში გაიცნო გელა აბაშიძე, რომელიც დღეს მღვდელი ფილიპე აბაშიძეა და ნინოწმინდის პანსიონის დირექტორად დანიშნა. ხოლო ბავშვთა დაცვის დღეს ნინიწმინდაში პედოფილიაში მხილებული სერაფიმე ჯოჯუა ჩაიყვანა, რომელიც ბორჯომის ეპარქიიდან გამოიქცა არასრუწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობისთვის.

 

იტვირთბა....