ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შესაძლოა, გამოძიების მიმდინარეობისასაც განაგრძობდნენ ის პირები დანაშაულის ჩადენას — ბოკუჩავა ნინოწმინდაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ის პირები, რომლის მიმართაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, შესაძლოა, ისევ აგრძელებდნენ ნინიწმინდის პანსიონში დანაშაულის ჩადენას.

“გაირკვა, რომ 2016 წლიდან დღემდე მიმდინარეობს გამოძიება 4 სხვადასხვა საქმეზე. საქმე ეხება სავარუდო ძალადობის ფაქტს და ერთი ეხება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს. აქ საუბარია ბავშვებზე, რომლებიც, შესაძლოა, 5 წლის განმავლობაში განგრძობათად არიან მსხვერპლი ამგვარი დანაშაულისა. შესაძლებელია, რომ ის პირები, რომლის მიმართაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, განგრძობათად აგრძელებენ ამ დანაშაულის ჩადენას. წარმოუდგენელია, ის დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელსაც ხელისფლება ამ ვითარებაში ავლენს”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ, ასევე, აღნიშნა, რომ ამ საქმეში როლი ეკისრება პარლამენტს და ენმ პარლამენტში შესვლისთანავე აპირებს, მოითხოვოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწვევა.

 

იტვირთბა....