ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ომბუდსმენი ბავშვებს ამორალურ კითხვებს უსვამს, ამიტომ არ აძლევენ ნინოწმინდის პანსიონში შესვლის ნებას.
“ომბუდსმენი ბავშვებს ამორალურ შეკითხვებს უსვამს. ორი გზაა — ერთი, ჩვენ მოვილაპარაკოთ და მეორეა, რომ არ მოვილაპარაკოთ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ომბუდსმენის შესვლის შესახებ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მანვე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შეუშვებს და თავად ომბუდსმენს თავად შეყვება და ისევ შევა ნინოწმინდის პანსიონში.