სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცახდებით, მერის არჩევნებში ხმას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არ დაუჭერენ.
“ჩვენს გუნდს პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს არასდროს, არც ერთ რაიონში მხარს არ დავუჭერთ. კი არ გამაბრაზეს, უნდა დასრულდეს ორპოლუსიანი უბედურება ამ ქვეყანაში. დანარჩენზე, ივლისში ვისაუბროთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ივლისამდე არ აპირებს ამ თემაზე საუბარს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემებია მოსაგვარებელი.