ახალი ამბები ციტატა

მეუფე პეტრე ნინოწმინდაზე: პანსიონი დაფუძნებულია მთავარი მოძალადის, პატრიარქის მიერ

[su_quote] ნინოწმინდის ე.წ. პანსიონში ხდება ის, რაც საქართველოს საპატრიარქოსა და მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება. არის სისტემური პრობლემა საბჭოთა მემკვიდრეობისა, ცრუ ქრისტიანობისა და ფსევდო პატრიოტიზმისა, რომელსაც ქადაგებს დღეს საქართველოს საპატრიარქო, მისი პირველი იერარქის სახით. ერს მთავარი მოძალადე თავად კათალოკოს პატრიარქი ჰყავს. რაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავახმოვანე საჯაროდ, ეს იყო ძნელად სათქმელი სიმართლე, მაგრამ ერმა გაიგო, რომ მთავარი მოძალადე და დამნაშავე საქართველოს მართლმადიდელებ ეკლესიაში არის პარტიარქი, მისი ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული ნინოწმინდის პანსიონი. მახსოვს, ეს ბავშვები თითქოს უნდა აღზრდილიყვნენ იქ, რადგან სომხური, არაქართული მოსახლეობა იყო ნინოწმინდაში და ქართველი ხალხის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს იქ გიმნაზიის ფუნქციონირება. თითქმის 14 წელია გასული, მაგრამ ეს მისია ვერ შეასრულა, ამ პანსიონის არცერთი კურსდამთავრებული საცხოვრებელად არ დარჩენილა იქ და ქართული ოჯახი არ დაუმკიდრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრახი განიცადა ამ იდეამ და ეს იყო ფარსი. დღეს, როდესაც საკითხი არ დგას ამ გიმნაზიის დახურვაზე და მაინც მილიონები იხარჯება ამ გიმნაზიის ფუნქციონირებისთვის და ამას განკარგავს ადამიანი, რომლისთვის არა თუ ათეულობით ბავშვის, არამედ ცხვრის ფარის ნდობა არ შეიძლება, მთავარეპისკოპოსი სპირიდონის სახით, ეს არის დანაშაული და ქართელი ერი და მრევლი უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქუდზე კაცი დადგეს საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად [/su_quote]

ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მეტრონომს განუცხადა.

იტვირთბა....