ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეგი ბაქრაძის საქმე – რატომ მოითხოვენ გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები ბრალის წაყენებას ვიოლეტა ინასარიძისთვის

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები პასუხისმგებელი პირების დროულად მხილების აუცილებლობაზე, კიდევ ერთხელ საუბრობენ. ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები და ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა. მათივე თქმით, დასტურდება, რომ მეგი ბაქრაძის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სამედიცინო პერსონალს ადრენალინი არ გამოუყენებია, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

“ქალბატონ ვიოლეტა ინასარიძეს უნდა წარედგინოს ბრალი, მათ შორის სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით. ამასთან, საქმეში იკვეთება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება, რაც ცალკე გამოძიებას საჭიროებს. მოწმეთა ჩვენებებიდან იკვეთება, რომ მეგის გაუკეთდა “დექსამეტაზონი” და “დიმედროლი”, მაგრამ არ გაკეთებია “ადრენალინი”, რაც კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულებით დადასტურდა. ამოღებულ იქნა იმუნიზაციის ოთახიდან სამედიცინო ნარჩენები, შპრიცები და ფლაკონები, სადაც ადრენალინი არ არის,” – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა რუსთავი 2-თან.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,იმედში, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,ასტრაზენეკას გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. 27 წლის მეგი ბარბაქაძე გუშინ ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....