ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტაქსის მძღოლის განაჩენი ცნობილია, რომელმაც 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა

ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამართული სასამართლო პროცესი 18 წლის მარიამ ბეგიაშვილმა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას გოგონა სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

„სასამართლო პროცესი მოვიგეთ! შოთა ზედგენიძე სასამართლომ ბრალდებულად ცნო. მოსალოცი ამბავია, მაგრამ ახლაც ვერ ვმალავ აღშფოთებას პროცესზე მომხდართან დაკავშირებით. ბრალდებულმა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ღმერთის უნდა მეშინოდეს. ერთია მისი უარყოფა და მეორეა ვიდეოჩანაწერი, რომელმაც დაადასტურა სექსუალური შევიწროების ფაქტი და თითოეული ჩემი სიტყვა.

მიხარია, რომ სამართლიანობა აღვადგინე და ჩემი მხრივ დავიცავი ყველა ის ქალი, რომელზეც შესაძლოა განუხორციელებია ან შემდგომში განახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. იმედი მაქვს, ეს ამბავი მოტივაცია იქნება ადამიანებისთვის. არასდროს დამალოთ მსგავსი ისტორიები, გახსოვდეთ, რომ არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს!“, – წერს ბეგიაშვილი.

ცნობისათვის, შემთხვევა დაახლოებით, 4 დღის წინ მოხდა, როდესაც მარიამ ბეგიაშვილმა საღამოს საათებში თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით ტაქსი გამოიძახა.

იტვირთბა....