ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა

დოიჩე ველე გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა.

უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანული ავიაკომპანია ლუფთჰანზა იძულებული გახდა, რუსეთის ქალაქებში რეისების გაეუქმებინა, რადგან მოსკოვისგან რეისების შესრულების ნებართვა დროულად არ მიიღო.

ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ავიაციის ფედერალური უწყება ასევე წყვეტს რუსული ავიაკომპანიებისთვის რეისების შესრულების ნებართვის გაცემას.

იტვირთბა....