“სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში იყო ისეთი ჩანაწერი, რომელიც რომ ყოფილიყო რომელიმე ციხეზე, აქ დიდი სკანდალი მოხდებოდა”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა:
მაგალითად ანგარიშში წერია: ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია, ბავშვისთვის საჭმლის აკრძალვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა-განვითარების შეფერხება. ეს ყველაფერი შესული იყო იმ მტკიცებულებებში, რაზეც პირველმა ინსტანციამ საფრთხე ვერ დაინახა. ახლა კი აპელაციას ველოდებით”დავა, რომელსაც ადგილობრივ სასამართლოებში დავიწყეთ, ეხება იმას, რომ ბავშვებისთვის ასეთი დაწესებულებები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს,”- აცხადებს ანა არგანაშვილი.
სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.