გორში დაკარგული 14 წლის გოგო იპოვეს. ამ წუთებში ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისათვის, 14 წლის მოზარდი გორში 31 მაისს გორის ცენტრიდან, ერთ-ერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, სადაც ის დედას ელოდებოდა.
არასრულწლოვანი სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თემში მერის წარმომადგენელმა გაავრცელა.