ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოკა-კოლა საზოგადოებას აფრთხილებს: თაღლითური სქემაა, რომ მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია

კოკა კოლას განცხადების თანამხად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია გათამაშებას ატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბმული თაღლითური სქემაა. კომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ შსს-ს უკვე შეატყობინეს და გამოძიებაც დაწყებულია.

“აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფეისბუქზე კომპანია კოკა კოლას სახელით ვრცელდება ბმული, სადაც მომხმარებელს ვიქტორინაში მონაწილეობას და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ.

იტვირთბა....