aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სერაფიმე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი სერაფიმე, რომელიც წარსულში მრევლმა არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იყო. მისი პანსიონში ვიტიზის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებამ გაავრცელა.

გადაცემაში ჩართვისას პანსიონის მმართველი, მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე სხვა სასულიერო პირებთან ერთად იქ ნინოობის დღესასწაულის აღსანიშნად ჩავიდა.  პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, ომბუდსმენს არ უშვებენ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ასევე შეუშვეს პრორუსული მედია და ორგანიზაციები.

სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

2016 წლიდან სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი აღარაა. მას საპატრიარქომ 2017 წელს აღუდგინა მღვდელმოქმედება და დღეს ამ ტიტულით ეპარქიის გარეშე სარგებლობს. მანამდე, ის ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა და არ დააკონკრეტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

იტვირთბა....