ესპანეთში მამრობითი სქესის მასწავლებლები და მოსწავლეები შეურთდნენ მოძრაობას — სამოსს სქესი არ აქვს და სკოლაში კაბის ტარება დაიწყეს.
მასწავლებლები მოძრაობას მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი სკოლიდან ქვედაბოლოს ტარების გამო გააძევეს.
“სკოლა ასწავლის პატივისცემას, მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას. ჩაიცვი, როგორც გსურს! ამითომ ვუერთდებით ინიციატივას”, — დაწერა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ტვიტერზე.
მასწავლებლების განცხადებით, მათი სოლიდარობა არ იყო მხოლოდ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინიციატივისთვის, აარამედ იმიტომ, რომ ესწავლებინათ ტოლერანტობა და სხვა მასწავლებლებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ.