ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები თბილისის მერიისგან 5 000 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
“კორონავირუსის პანდემიის დროს სექტორი, რომელიც ძალიან დაზარალდა, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებია. ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ გააახლეს. გვინდა, დავემხაროთ 5 000 ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არაა ლიკვდირებული”, – განაცხადა კახა კალაძემ
კალაძის განმარტებით, განცხადების მიღება 2 ივნისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ასევე, დახმარების მიღების მსურველებმა განცხადება თბილისის მერიაში უნდა შეიტანონ. კალაძის თქმით, 70-მდე ობიექტი მიიღებს დახმარებას.