თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 15 ივნისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება.
“20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო. გადაწყდა, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მისი ღირებულება. ასევე, გადაწყდა, რომ 15 ივნისდან საბაგირო ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობიდან საათანხევრის განმავლობაში საბაგირო უფასო იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, საბაგირო სტუდენტებისთვის უფასოა.