ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წლის ბოლოსთვის თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იქნება — კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სატრანპორტო პოლიტიკის თანახმად, ავტობუსები სრულად განახლდება და წლის ბოლოსთვის არცერთი ყვითელი ავტობუსი ქალაქში აღარ იქნება.

“ავტობუსების განახლება კარგად მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს დედაქალაქში. ეს ეხება როგორც ავტობუსს, ისე მიკროავტობუსს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი მოწესრიგდება და იქნება ისეთ დონეზე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებში.

იტვირთბა....