ინგლისურენოვანმა გამოცემა Foreign Brief-მა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ მომზადებულ მასალას შეცდომით ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ფოტო დაურთო.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში ვიზიტით 1-ელ ივნისს ჩავიდა და ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.