ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჭიროა განგაშის ზარი შემოვკრათ – პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“საჭიროა განგაშის ზარი შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ დღეს. გთავაზობთ ასევე მონაცემების ამონაკრებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა:

ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში:

2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს – 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.

ასე რომ, მოსალოცად გვაქვს საქმე და ვულოცოთ ერთმანეთს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე”, – წერს პაატა ბურჭულაძე.

დღეს, პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს.

 

იტვირთბა....