პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გიორგი გახარია გაცილებით ადრე აპირებდა გადადგომას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
“სწორ დროს, სწორი მიზეზით წავიდა. არ დაგიმალავთ, ბატონი გიორგი გაცილებით ადრე აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას” – თქვა მეზვრიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში სტუმრობისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებდა გახარია წასვლას და რატომ დარჩა, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ თარიღი არ ახსოვს, თუმცა გახარიას გადადგომა ქვეყნის ინტერესებით იყო გამსჭვალული.
ცნობისათვის, გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.