ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაიზრდება

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაიზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილი facebook გვერდზე წერს.

“ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა”,- წერს ღარიბაშვილი.

პრემიერმა ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატარებს მიულოცა.

“ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე”,- წერს ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის თქმით, პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში და ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად მიზნად დაისახეს სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება.

იტვირთბა....