საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ გახარიას განცხადება კორუფციაზე მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი, თუ პრემიერობის პერიოდში იტყოდა და არა ახალ, როცა ექს პრემიერად იწოდება.
“უხერხულია, ჯერ არ გაციებულა ის კარი, რომელიც ორი დღის წინ გაიჯახუნო და საუბარი დაიწყო ისეთ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ შენს მოვალეობაში შედის. ექს პრემიერი გახარია იქნებოდა მართალი, თუ ამას იტყოდა, როცა ის არ იყო ექსი და იყო პრემიერი. მაშინ იქნებოდა დამაჯერებლი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ოდიშარიას თქმით, გახარია წლების განმავლობაში იყო სხვადსხვა თანამდებობაზე და უხერხულია, რომ ამას მანამდე ვერ ხედავდა და ახლა გახდა თვალხილული.