ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რაც შესაძლებელი იყო, ის შეზღუდვები უკვე მოიხსნა და სხვა ცვლილებები არ იგეგმება.
“საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა ბოლო დროის განმავლობაში, მეტად შემსუბუქება აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომელიც ტურიზმისა და სარესტორნო ბიზნესისთვისაა დაწესებული, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, რომ უსაფრთხოდ იმუშაონ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ დარჩენილი შეზღუდვები უსაფრთხო გარემოში უსაფრთხოდ მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.