დღეიდან გაზი 8 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიმ მიიღო.
“მათ მიერ ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული იმ ტარიფის გაზრდით, რომელიც დღეს მივიღეთ. შესაბამისად თბილისი ენერჯის მასშტაბით გაზი ძვირდება 8 თეთრით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წელში გასწორდეს”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
კომისიის სხვა წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან კომპანია ზარალში იყო.