ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ — ხოშტარია 1-ელ ივნისზე

მოძრაობა დროას დამაარსებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის დღეზე ბუშტების ქნევის ნაცვლად განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ და ამისთვის მხოლოდ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მაგალითიც საკმარისია.

“მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის ამბავია საკმარისი, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ დღეს. გთავაზობთ ასევე მონაცემების ამონაკრებს გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა: 2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში 50, 000 ბავშვი ცხოვრობს. ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 31.6%-ია. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია. სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში: 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს – 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6-16 წლამდე 10 404 ბავშვის სკოლაში საერთოდ არ დადის და მათ შესახებ მონაცემები არც განათლების მრთვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია.

Aa
იტვირთბა....