ერთ-ერთ რეგიონში ქმარმა ცოლი უღელში შეაბა, საქონლის ნაკელი აზიდინა და თოფის კონდახით სცემა. ინფორმაცია ამის შესახებ კურირემა გაავრცელა.
კურიერის ინფორმაციით, მოიოპოვეს ამ მძიმე საქმის მასალები, სადაც ქალი ჰყვება, როგორ უსწორდებოდა მეუღლეს ფიზიკურად.
“…როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, რა დროსაც ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.
…იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა თმებში და შემაჭრა.
… აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, რა დროსაც თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო გამოვიძახე პოლიცია”, – ნათქვამია ქალის ჩვენებაში.
კურიერის ცნობით, ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, ახალშობილი ბავშვის.