ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრუნვაშია ე.წ. ქეში ფული, რომელიც, შესაძლოა, შავიც იყოს — ზილფიმიანი ნამახვანზე

ევროპელი სოციალისტების წევრმა, დავით ზილფიმიანზე რიონის ხეობის მცველების დაფინანსებაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, თანხა, რომლითაც აქციები ფინანსდება, ესაძლოა, შავი იყოს.

ამის შესახებ ზილფიმიანმა metronome.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“აქ ბრუნვაშია ე.წ. ქეში ფული, რომელიც, შესაძლოა, იყოს შავიც. დახმარებისთვის არავინ ჩამოვა უცხოეთიდან, რომ ფული ჩამოგიტანოს, ხელში მოგცეს. როდესაც ასეთი ტიპის ფულთან გვაქვს საქმე, თვითონ სათვისტომოებსაც, შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდეთ, როგორ იხარჯება თავიანთი ფული. თუ ეს არის სათვისტომოებიდან გამოგზავნილი თანხა, ნებისმიერი ბანკიდან შეიძლება ამონაწერის ამოღება, რომელიც იქნებოდა დასტური. ეს რომ ასე იყოს, აქამდე მოხდებოდა ამოღება ამონაწერის. შავი ფულის წარმომავლობის დადგენა ასე მარტივი არაა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

როგორც ცნობილია, რიონის ხეობის მცველებმა განაცხადეს, რომ მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ემიგრანტები აფინანსებენ და მალე მათი დაფინანსების საკითხი უფრო საჯარო გახდება.

იტვირთბა....