შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თუ ნამახვონაში სიტუაცია დაიძაბება, პოლიციას მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენების უფლება აქვს.
“რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირსპირება…იცით, ტექნიკა დაუწვეს ერთხელ შიგნით, იყო შეხლა-შემოხლა მუშებთან და იქ ენკას ადგილობრივი ხელმძღვანელობაა, აქედან გამომდინარე, რომ შევუშვათ, იქ იქნება უფრო მეტი დაძაბულობა, შესაძლოა, დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები. რაც აქვს აღჭურვილობა, გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება, თუ რაც იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ”, – განაცხადა გომელაურმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნამოხვანში არსებული სიტუაციის განმუხტვა სპეცრაზმსაც შეუძლია და პოლიციასაც, ამიტომ ორივე საჭიროა.
როგორც ცნობილია, დღეს დილით, რიონის ხეობაში სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი მანქანები შეიყვანეს.