ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ენმ-ს მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა სამწუხაროა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ენმ-მ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. აღნიშნული შეთანხმება ხელს უწყობს სასამართლოს გაუმჯობესებასა და პარლამენტის სამარათლიანობას. პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და სხვა პოლიტიკური პარტიების ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – დაწერა კრამონმა საკუთარ ტვიტერზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია პარლამენტში გუშინ შევიდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა 36 მანდატი მოიპოვა. ორმა, გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა პარტია დატოვა, ხოლო ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის წევრი, უკვე პარლამენტშია.