ახალი ამბები ციტატა

თურნავა: რიონის ხეობა ერთერთი საუკეთესოა ენერგეტიკულად, ჰიდროლოგიურად და გეოლოგიურადაც

[su_quote] ის დასკვნები, რაც დღესდღეობით დევს, გვიჩვენებს, რომ გეოლოგია, განსაკუთრებით ქვედა საფეხურის, არის ისეთი, რომ ძალიან დაბალია ალბათობა რაიმე გადაულახავი გეოლოგიური პრობლემა შეიქმნას, თუმცა, ნებისმიერ გეოლოგიაზე შეიძლება მშენებლობა, გააჩნია რა დაჯდება. ენგურგესი გაცილებით უფრო რთულ გეოლოგიურ პირობებშია აშენებული, მაგრამ აშენდა და დღეს ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი. რიონის ხეობაში, სადაც მდებარეობს უამრავი ჰიდროსადგური, მათ შორის კაშხლიანი წყალსაცავი, ეს ხეობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკულად, ჰიდროლოგიურად და გეოლოგიურადაც. ალბათობა იმისა, რომ რაიმე ისეთი შეხვდება კომპანიას, რომელიც აჩვენებს საერთოდ არ შეიძლება კაშხლის მშენებლობა, პრაქტიკულად არ არსებობს [/su_quote]

ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში გააკეთა.

იტვირთბა....