ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუმათში აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირების გადაბრუნება სცადეს

სოფელ გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირების გადაბრუნება სცადეს.

რიონის მცველები სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაკავებული. დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტორში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....