ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია

სოფელ გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამენ. რიონის მცველები სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....