ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ჩვენ ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, სადაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, თქვა, რომ ყველა ადგილს გამოიყენებენ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად.

“ჩვენ, მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები. აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები. მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან, ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა. წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამთავრდეს და დამთავრდეს ხალხის სახელით”, – თქვა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო საქმიანობას განაგრძობს. ენმ-ის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

იტვირთბა....