ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუსელიანი: რაც ჩვენი ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტის, მარიტა მუსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც მათ ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა იმატა. მუსელიანის კომენტარს პუბლიკა ავრცელებს.

“ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის. ვაპირებდით ანგარიშების და ხარჯის  პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ყველაზე სწორი და კარგი ფორმა არის აუდიტი. რომლის დასკვნაც არავითარ შეწკითხვას არ დატოვებს”,– თქვა მან.

ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....